სასტუმროები და ლოკაციები

მიზეზი, რომ
სწორედ თქვენთან მოვიდნენ

სტუმარი ათეულ ტერასას შორის ირჩევს, სადაც მენიუ თითქმის ერთნაირია. პროგრამა, რომელიც მეზობლებს არ აქვთ, ამ არჩევანს წყვეტს — და საღამოს დარჩენის მიზეზად აქცევს.

სეზონი სამი თვიდან, ფასი — შოუზე

პირობები

რა რამდენი ღირს

სეზონზე შეთანხმებისას შოუს ფასი შესამჩნევად დაბალია — სწორედ ესაა რეგულარული პროგრამის აზრი.

პაკეტი არტისტი წუთი ღირებულება
პრომო და ველქამიმოკლე გამოსვლა: ყურადღების მიპყრობა ქუჩაში ან სტუმრების შეხვედრა შესასვლელთან 1+ 5+ დან 400 ₾შოუზე
Classicდადგმული ნომერი თქვენს მუსიკაზე 2+ ≤10 დან 900 ₾შოუზე
Grandმასობრივი ნომრები, აკრობატიკა, სპეცეფექტები და დიდი ფინალი 6+ 10+ დან 2000 ₾შოუზე

დამატებით

სეზონის გახსნა

გაძლიერებული პროგრამა სრული შემადგენლობით სეზონის დასაწყისისთვის ან ლოკაციის გადატვირთვისთვის.

ერთჯერადად, სრული გუნდი

გადაღების პაკეტი

თქვენი ლოკაციის ყოველთვიური გადაღება: კლიპები, ფოტოები, მასალა რეკლამისთვის.

გამოწერით

თემატური საღამოები

პროგრამა კონცეფციის მიხედვით: LED, ცეცხლი და LED ერთად, შოუ ცოცხალ მუსიკაზე.

შეთანხმებით

თანამშრომლობის ფორმა

როგორ მუშაობს რეგულარული პროგრამა

ერთჯერადი შოუ ერთ კარგ საღამოს გაძლევთ. რეგულარული პროგრამა ჩვევას აყალიბებს: სტუმრებმა იციან, რომ პარასკევობით თქვენთან ცეცხლია. ლოკაციისთვის ეს პროგნოზირებადი დატვირთვაა.

  • კვირაში ერთი შოუ, სეზონი სამი თვიდან
  • პროგრამის ცვლა სეზონის განმავლობაში
  • შესაძლებელია ექსკლუზივი რაიონზე
  • LED ვერსია დახურული ლოკაციებისთვის
  • კლიპები თქვენი სოციალური ქსელებისთვის
  • ხარჯთაღრიცხვა და პირობები — წერილობით, შოუმდე
  • შეთანხმება თქვენს უსაფრთხოების სამსახურთან
  • საცდელი შოუ სეზონზე შეთანხმებამდე

როგორ დავიწყოთ

პირველი წერილიდან სეზონამდე

  1. ვაჩვენებთ მასალას

    ვგზავნით კლიპს და შეხვედრაზე მოვდივართ. ვათვალიერებთ ლოკაციას, გეუბნებით, რა არის მასზე რეალური.

  2. საცდელი შოუ

    პირველ შოუს საპილოტე პირობებით ვატარებთ. თქვენ ხედავთ საკუთარი სტუმრების რეაქციას, სანამ სეზონზე შევთანხმდებით.

  3. ვთანხმდებით სეზონზე

    გრაფიკს, პროგრამას, ღირებულებასა და უსაფრთხოების საკითხებს წერილობით ვამაგრებთ პირველ გამოსვლამდე.

  4. ვმუშაობთ სეზონს

    მოვდივართ გრაფიკით, ვაახლებთ პროგრამას, გადმოგცემთ კლიპებს თქვენი სოციალური ქსელებისთვის.

კითხვები

ვადები, მოთხოვნები, პირობები

როდის ჯობია სეზონზე საუბარი?

სასტუმროები გასართობ პროგრამას მარტსა და აპრილში აწყობენ. საუბარი უფრო ადრე ღირს — თებერვალიც უკვე გონივრულია, ზაფხულისთვის თავისუფალი პარასკევები თითქმის აღარ რჩება.

რა გვჭირდება ჩვენი მხრიდან?

დაახლოებით 8×8 მეტრი მოედანი დაბალი ტენტების გარეშე, როზეტი მუსიკისა და შუქისთვის, შეთანხმება თქვენს უსაფრთხოების სამსახურთან. სრულ ტექნიკურ რაიდერს შეხვედრამდე გამოგიგზავნით.

როგორ არის უზრუნველყოფილი სტუმრების უსაფრთხოება?

რადიუსს დაწყებამდე ვნიშნავთ და მთელი ნომრის განმავლობაში ვიცავთ. ცალკე ასისტენტი პროგრამაში არ მონაწილეობს — ის პერიმეტრს აკვირდება. გამოსვლამდე ვამოწმებთ ტენტებსა და ქსოვილებს და ბრიფინგს ვუტარებთ თქვენს პერსონალს.

კულმინაცია

თქვენი საღამო

აირჩიეთ მიზეზი, ადგილი და ვადა — სცენა თვალწინ აეწყობა, შეტყობინება კი მზად იქნება.

Iრა ღონისძიებაა

IIსად

IIIროდის

ასეთი შეტყობინება გამოვა

გაგზავნა WhatsApp-ით

Telegram სხვის ჩატში ტექსტს ვერ ათავსებს — ამიტომ შეტყობინებას ბუფერში დავაკოპირებთ და დიალოგს გავხსნით. დაგრჩებათ ჩასმა.

ფინალი

განვიხილოთ თქვენი სეზონი

გამოგიგზავნით კლიპსა და ტექრაიდერს, მოვალთ ლოკაციის სანახავად.

შოუ 400 ₾-დან

მოგვწერეთ WhatsApp